Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | რატომ ატარებენ ქირურგები ცისფერი ან მწვანე ფერის ფორმებს?
Saintereso.com
01 October 2016, 18:10
  ადრე ექიმები თეთრ ხალათებს ატარებდნენ-სისუფთავის ფერს. მე - 20 საუკუნის დასაწყისში, ერთმა ცნობილმა ქირურგმა თეთრი მწვანე ფერით ჩაანაცვლა, რადგან გდაწყვიტა რომ ასე მისი თვალები დაისვენებდნენ. როგორც პრაქტიკამ აჩვენა მწვანე ფერი საუკეთესო ვარიანტია ოპერაციის ჩატარებისას, რადგან ის ფერთა გამაში წითელის საპირისპიროა. მწვანე ეხმარება ექიმებს უკეთ ხედავდნენ 2 მიზეზით: პირველ რიგში, ცისფერი და მწვანე ფერები თვალს დასვენების საშუალებას აძლევენ. როცა ექიმი დიდი ხნის განმავლობაში უყურებს ვარდისფერ ან წითელ ფერს, ის ნიუანსებს ვეღარ არჩევს. სისხლის შემხედვარე, ქირურგს შეიძლება გაუჭირდეს ადამიანის სხეულის ელემენტების გარჩევა. ყურადღების მწვანე ფერზე გადატანა კი,  თვალებს ასვენებს და შემდეგ წითელი ფერი კვლავ გარჩევადი ხდება.   მეორე,: წითელ ფერზე კონცენტრაციამ შესაძლოა ილუზია შექმნას და ადამიანმა მწვანე ლაქები დაინახოს. ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ქირურგი წითლიდან თეთრ ფერზე გადაიტანს ყურადღებას.შემდეგ კი, ექიმი წითელ ფერზეც გააგრძელებს მწვანე ლაქების დანახვას. ეს თავისთავად, ხელს უშლის მას კონცენტრირებასა და დეტალების გარჩევაში. ასე იმიტომ ხდება, რომ თეთრი ფერი ყველა სპექტრის ფერს შეიცავს. მათ შორის წითელსა და მწვანესაც.  წითელი ფერიდან ყურადღების თეთრზე გადატანის დროს, ტვინი წითელი სიგნალებისგან ჯერ არ არის განთავისუფლებული, ამიტომაც შესაძლოა ეს სიგნალები მწვანე ფერად მოგვეჩვენოს. ხოლო თუ ადამიანი წითელი ფერის შემდეგ მწვანეს შეხედავს, მაშინ ილუზიური მწვანე ლაქები შესაბამის ფონს შეერწყმება და ყურადღებას აღარ გაფანტავს. თვალები კი დაისვენებს. ამიტომაცაა, რომ ქირურგების უმეტესობას მწვანე და ცისფერი ფერის ფორმები აცვიათ.   წყარო:
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი